მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ერლინგ ჰალანდი – გოლი ღვთის საჩუქარია [ვიდეო] #1TVSPORT

13:10, 06.07.2026

„არ ვიცი, როგორ გამაქვს გოლები, მაგრამ ვხდები, რომ ეს ღვთის საჩუქარია“, – განაცხადა ბრაზილიასთან მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ერლინგ ჰალანდმა.

„მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავი ისთ რუტერფორდში გამართული შეხვედრის გმირი გახდა – ნორვეგიის ნაკრებმა მისი დუბლის წყალობით 2:1 გაიმარჯვა და ტურნირის საუკეთესო რვა გუნდში ისტორიაში პირველად მოხვდა.

„ნორვეგია წინ მიდის და იმედი მაქვს, რომ ყველა ახალგაზრდა, როდესაც წამოიზრდება, მიხვდება, რომ ნორვეგიის ნაკრებში თამაში ცხოვრებაში ყველაზე საამაყო საქმეა“, – ამბობს ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელი.

 

მსგავსი