მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ეგვიპტის ნაკრებმა ახალი ზელანდია დაამარცხა და G ჯგუფის ლიდერია [ვიდეო] #1TVSPORT

07:01, 22.06.2026

G ჯგუფში დასრულდა მეორე ტურის შეხვედრები. ერთმანეთს ხვდებოდნენ ეგვიპტე და ახალი ზელანდია, გუნდები, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატზე აქამდე ერთი გამარჯვებაც არ ჰქონდათ. ამ მატჩის მოგება კი პლეი ოფში გასვლის გარანტიაც იყო. ეგვიპტემ მეორე ტაიმში ნაჩვენები მაღალი დონის ფეხბურთი სამ გოლად აქცია და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

ახალი ზელანდიის ნაკრებმა ირანთან პირველი ტურის მატჩში ხარისხიანი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა. კარგად დაწყო ეგვიპტესთან მატჩიც – მე-15 წუთზე ანგარიში თავური დარტყმით სარმანმა გახსნა. ოკეანელებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს.

თუმცა ეგვიპტის ნაკრები წუთიდან წუთამდე სისწრაფეს უმატებდა და მეორე ტაიმის შუაში უკვე სოლიდური უპირტესობა მოიპოვა. საფეხბურთო ფორტუნამ „ფარაონებს“ შრომა დაუფასა: 58-ე წუთზე ზიკომ თავურით ანგარიში გაათანაბრა, 67-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა თანაგუნდელები დააწინაურა, ხოლო 82-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ტრეზეგემ საფინალო ანგარიში დააფიქსირა – 3:1.

მსოფლიო ჩემპიონატი. G ჯგუფი
ბშ
  • 1
    ეგვიპტე ეგვიპტე
    2
    1
    1
    0
    2
    4
  • 2
    ირანი ირანი
    2
    0
    2
    0
    0
    2
  • 3
    ბელგია ბელგია
    2
    0
    2
    0
    0
    2
  • 4
    ახალი ზელანდია ახალი ზელანდია
    2
    0
    1
    1
    -2
    1

მესამე ტურის მატჩები G ჯგუფში 27 ივნისს გაიმართება:

07:00 | ახალი  ზელანდია – ბელგია

07:00 | ეგვიპტე – ირანი

მსგავსი