მსოფლიო ჩემპიონატი 2026 | ბელგიის ნაკრების მწვრთნელი – ასეთი ტურნირის პირველი მატჩი ყოველთვის რთულია #1TVSPORT

03:08, 16.06.2026

ეგვიპტისა და ბელგიის ნაკრებების მატჩი სიეტლის სტადიონზე ფრედ, 1:1 დასრულდა. საუკეთესო მოთამაშედ პირველი გოლის ავტორი ემამ აშური დასახელდა.

„მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით ისეთ ნაკრებთან, როგორიც აფრიკის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი – ეგვიპტეა. მნიშვნელოვანია, რომ თამაშში დავრჩით და შევძელით ანგარიშის გათანაბრება. ეს იყო შესანიშნავი თამაში ორ ძალიან კარგ გუნდს შორის“, – ამბობს ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია.

ჰამზა აბდელკარიმი, ეგვიპტის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი:

„საბოლოოდ ერთი ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. ვიცით, რომ ბელგია მაღალი კლასის მოთამაშეებით დაკომპლექტებული კარგი გუნდია. სტადიონზე ატმოსფერო შესანიშნავი იყო, ამიტომ მადლობა უნდა გადავუხადოთ გულშემატკივრებს“.

მსგავსი