მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდსმენი - ყველაზე მეტად წიტაიშვილს გამოვარჩევ
მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდსმენი - ყველაზე მეტად წიტაიშვილს გამოვარჩევ

გიორგი წიტაიშვილი უკრაინაში ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელია – ეს კიევის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ოლეგ სალენკომ უკრაინელი ჟურნალისტის Youtube-არხზე სტუმრობისას განაცხადა.

„ვინ შემიძლია გამოვარჩიო ამჟამინდელი კიევის „დინამოდან“? – წიტაიშვილი. მართალია, რეალურად ის ბავშვია (19 წლისაა), მაგრამ წინ მიდის. გიორგი მუდამ ცდილობს, შეხვედრა გაამწვავოს, მას თამაშის სურვილი და ცეცხლი ეტყობა“, – განაცხადა ოლეგ სალენკომ.

სალენკო 1994 მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და „ოქროს ბურთის“ ერთ-ერთი მფლობელი იყო, სადაც კამერუნის ნაკრებთან ხუთი გოლი გაიტანა და ერთ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობით ტურნირის რეკორდსმენი გახდა. ამავე დროს, იყო 1989 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

გიორგი წიტაიშვილი უკრაინის მოქალაქეა. უთამაშია ამ ქვეყნის 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში. 2019 წელს, უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში, მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს: გადამწყვეტ შეხვედრაში სახრეთ კორეასთან ჯერ საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი, 89-ე წუთზე კი გადამწყვეტი გილი გაიტანა.

საინტერესოა, რომ 11 წლის ასაკში წიტაიშვილმა „ბარსელონას“ აკადემიაში სინჯები წარმატებით გაიარა, მაგრამ რადგან მის ოჯახს ესპანეთში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა, საფეხბურთო სკოლაში ვარჯიში ვერ შეძლო და უკრაინაში წავიდა. გიორგი წიტაიშვილმა კიევის „დინამოს“ მთავარ გუნდში სადებიუტო შეხვედრა 17 წლის ასაკში ჩაატარა.