მსოფლიო ჩემპიონ ალეხანდრო გომესს აკრძალული ნივთიერების მოხმარების გამო ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება #1TVSPORT
გამოცემა Relevo-ს ინფორმაციით, არგენტინელ მსოფლიო ჩემპიონს, ალეხანდრო გომესს ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
როგორც ცნობილი ხდება, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს გომესმა თავისი შვილისთვის განკუთვნილი მედიკამენტი მიიღო, რომელიც აკრძალულ ნივთიერებას შეიცავდა.
იქიდან გამომდინარე, რომ მის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობდა, არგენტინელ ფეხბურთელს მუნდიალზე და მის შემდეგაც შეეძლო თამაში.
2023/2024 წლის სეზონის დასაწყისში 35 წლის ალეხანდრო გომესმა „სევილიასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსით იტალიურ „მონცას“ შეუერთდა.
არგენტინელი ფეხბურთელის საუკეთესო წლები „ატალანტას“ უკავშირდება. ბერგამოს გუნდის მაისურით გომესმა 209 მატჩი ჩაატარა და 50 გოლი გაიტანა.