„ატალანტას“ კაპიტანმა კლუბის გეგმებზე ისაუბრა
„ატალანტას“ კაპიტანმა კლუბის გეგმებზე ისაუბრა

ბერგამოს „ატალანტას“ კაპიტანმა ალეხანდრო გომესმა იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურში „სამპდორიას“ წინააღმდეგ გამარჯვების (2:0) შემდეგ კლუბის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ჩვენი მიზანია ჩემპიონთა ლიგისთვის მაქსიმალურად მობილიზება და საკლუბო რეკორდის, დაგროვილ ქულათა (72 ქულა) რაოდენობის მიხედვით გაუმჯობესება. „ატალანტას“ ფეხბურთელები მოდუნებას არ ვაპირებთ. ვფიქრობთ თუ არა „იუვენტუსთან“ მომავალ შეხვედრაზე? ჩვენ ყველა მატჩს კონცენტრირებული ვხვდებით. მიმდინარე სეზონზე ტურინელები ჯერ არ დაგვიმარცხებია და ამ დაპირისპირებაში მაქსიმუმს გავიღებთ“, – განუცხადა გომესმა „სქაი სპორტს“ (Sky Sport).

შეგახსენებთ, რომ ბერგამოელები იტალიის ჩემპიონატში 31 ტურის შემდეგ 66 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფებიან, ხოლო პირველ ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ 75 ქულა აქვს.

დატოვე კომენტარი