ალეხანდრო გომესი - „ატალანტასთვის“ გადაულახავი წინააღმდეგობა აღარ არსებობს
ალეხანდრო გომესი - „ატალანტასთვის“ გადაულახავი წინააღმდეგობა აღარ არსებობს

ჩემპიონთა ლიგის  1/8 ფინალის პირველ მატჩში „ატალანტამ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 4:1.

იტალიური გუნდის არგენტინელმა კაპიტანმა ალეხანდრო გომესმა „ვალენსიასთან“ ჩატარებული შესანიშნავი მატჩი შეაფასა და გულშემატკივრების განსაკუთრებულ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. (შეხვედრა მილანში „ჯუზეპე მეაცას“ სტადიონზე გაიმართა)

„ეს შესანიშნავი იყო, – ციტირებს უეფა-ს პრესსამსახური გომესის სიტყვებს. – მხარს 45 ათსზე მეტი გულშემატკივარი გვიჭერდა. ახლა მგონია, რომ „ატალანტასთვის“ გადაულახავი წინააღმდეგობა აღარ არსებობს.“ – აღნიშნა „ატალანტას“ კაპიტანმა ალეხანდრო გომესმა.