მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი 1991 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა
მსოფლიო ბაზრებზე ბარელი ნავთობის ფასი 31 დოლარამდე დაეცა. ნავთობის ფასის მსგავსი ვარდნა 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ პირველად მოხდა.
ამერიკული ფინანსური გიგანტის, „გოლდმან საქს გრუფის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბარელი ნავთობის ფასი შესაძლოა, 20 დოლარამდე შემცირდეს. ნავთობის ბაზრებზე ფასები 31 პროცენტით მას შემდეგ შემცირდა, რაც ოპეკ პლუსის ალიანსში უთანხმოებას საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ფასებზე დაპირისპირება მოჰყვა, რასაც სავარაუდოდ პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.
„ბლუმბერგი“ წერს, რომ ფასების მასშტაბური კლება ნავთობზე დამოკიდებულ ქვეყნებს დაარტყამს და შესაძლოა, გლობალური პოლიტიკის ცვლილება გამოიწვიოს.
რუსეთში აცხადებენ, რომ ქვეყნის კომპანიებს შეუძლიათ, ამოიღონ იმდენi ნავთობი, რამდენიც საჭიროა.
ასევე, დაეცა ტეხასური ნედლი ნავთობის ფასიც და ბარელის ფასმა 28.29 დოლარი შეადგინა. დოლართან მიმართებით შემცირდა ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ვალუტების ღირებულებაც. კანადური დოლარი 1.7 პროცენტით დაეცა, ნორვეგიული კრონის 4.7 პროცენტით, რაც 1985 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 4.5 პროცენტით დაეცა რუსული რუბლი.