მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა და ერთი ბარელის ღირებულება 85 აშშ დოლარი გახდა
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაახლოებით 4%-ით შემცირდა და ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა 85 აშშ დოლარი შეადგინა.
ფასის კლება შეინიშნება ამერიკულ ნედლ ნავთობზეც, ბოლო საათებში ერთი ბარელის ფასი 80.07 აშშ დოლარია და გუშინდელ ფასს 2,3%-ით ჩამორჩება.
ცნობისთვის, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლება ირანსა და ომანს შორის ჰორმუზის სრუტეში დროებითი საზღვაო დერეფნის შექმნაზე მოლაპარაკებების განახლების შემდეგ შეინიშნება.