მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი საშუალოდ 3.5%-ით გაიზარდა
24 ოქტომბრის მონაცემებით, ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი გუშინდელს 3.14%-ით აღემატება და 116.7 აშშ დოლარს შეადგენს.
ფასის მატება შეინიშნება ამერიკულ ნედლ ნავთობზეც. ერთი ბარელის ფასი დღეს 103.3 ამერიკული დოლარია, რაც გუშინდელზე 3.82%-ით მეტია.
ცნობისთვის, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა არ გამორიცხა.