მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაეცა. ირან-ამერიკის შესაძლო შეთანხმების ფონზე ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულება დღეს 82 დოლარია, რაც გუშინდელ ფასთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ოთხთვიანი დაძაბულობის დაწყებიდან პირველად, 80 აშშ დოლარს ჩამოსცდა ერთი ბარელი ამერიკული ნედლი ნავთობის ფასიც.

ცნობისთვის, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ირანსა და აშშ-ს შორის შესაძლო შეთანხმების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ დაეცა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმებას ხელი ელექტრონულად მოაწერეს.