მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 6%-ით დაეცა
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაახლოებით 6%-ით დაეცა. ბოლო რამდენიმე საათში ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 84 დოლარამდე შემცირდა, რაც გუშინდელთან შედარებით 7,2%-ით ნაკლებია.
ფასის კლება შეინიშნება ამერიკული West Texas Intermediate-ის მარკის ნავთობზეც. ერთი ბარელი WTI-ის ნედლი ნავთობის ფასი დღეს 5,8 %-ით შემცირდა და 79,76 დოლარს შეადგენს.
ცნობისთვის, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლება მას შემდეგ შეინიშნება, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკებები გრძელდება.