მსოფლიო ბანკმა საქართველოში სოფლის მეურნეობის, მიწისა და წყლის მართვის პოლიტიკის შესახებ ანგარიში წარადგინა
მსოფლიო ბანკმა საქართველოში სოფლის მეურნეობის, მიწისა და წყლის მართვის პოლიტიკის შესახებ ანგარიში წარადგინა

მსოფლიო ბანკმა საქართველოში სოფლის მეურნეობის, მიწისა და წყლის მართვის პოლიტიკის შესახებ ანგარიში წარადგინა.

ანგარიშის თანახმად, სოფლის მეურნეობა, წყალი და მიწა საქართველოში შესაძლოა, ეკონომიკური პროდუქტიულობის ზრდის წყარო გახდეს.

ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ეფექტიანობის ასამაღლებლად საჭირო რეფორმები და აგროსურსათის სისტემებთან დაკავშირებული დაბრკოლებები და მათი გადალახვისთვის აუცილებელი რეკომენდაციები განიხილეს.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის, სებასტიან მოლინეუსის თქმით, მსოფლიო ბანკის ანგარიში წყალს, მიწასა და აგროსექტორს ეხება. მისი თქმით, ანგარიშის მიხედვით, აგროსექტორში წარმოებული პროდუქციის დაახლოებით 30 პროცენტი ექსპორტზე გადის, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებასთან მიმართებით.

„ნათელია, რომ სოფლის მეურნეობის სექტორს საქართველოს ეკონომიკაში ძალიან დიდი როლი აქვს. საქართველოში წლების მანძილზე განხორციელებულ ინვესტიციებს თანდათან მოაქვს შედეგი. სასოფლო-სამეურნეო კონკურენტუნარიანობა გადამწყვეტია ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის, თუმცა საჭიროა მეტი ინვესტიციები წარმოების გაუმჯობესებაში, გადამუშავებასა და საერთაშორისო საბაზრო სტანდარტებთან შესაბამისობაში“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.