მსოფლიო ბანკის შეფასებით, ომის სამი წლის შედეგების მიხედვით, უკრაინის ეკონომიკის აღსადგენად 524 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო

18:57, 25.02.2025

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ომის სამი წლის შედეგების მიხედვით, უკრაინის ეკონომიკის აღსადგენად 524 მილიარდი დოლარი იქნება საჭირო.

ეს მაჩვენებელი ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე 7%-ით მეტია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ყველაზე მეტად დაზარალდა ისეთი სექტორები, როგორებიცაა საცხოვრებელი, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და განათლება.

„უკრაინის აღდგენის საჭიროებები რუსეთის მხრიდან მიმდინარე თავდასხმების გამო მუდმივად იზრდება“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა.

მსგავსი