მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას დახმარების სახით 5,2 მილიარდ დოლარს გამოუყოფენ
მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას დახმარების სახით 5,2 მილიარდ დოლარს გამოუყოფენ

მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას დახმარების სახით 5,2 მილიარდ დოლარს გამოუყოფენ.

ორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი უკიდურესად შეშფოთებული არიან უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შედეგებით და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ.

„ომს ასევე ახლავს მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები სხვა ქვეყნებისთვის. ნედლეულზე ფასი იზრდება და ქმნის ინფლაციის კიდევ უფრო ზრდის რისკს, რაც ყველაზე მეტად ღარიბ მოსახლეობას აზარალებს. კონფლიქტის გაგრძელების შემთხვევაში ფინანსურ ბაზრებზე შეფერხებები გაუარესდება. ბოლო დღეებში გამოცხადებულ სანქციებს ასევე ექნება მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსოფლიო ბანკი მზად არის, გამოუყოს უკრაინას სამი მილიარდი დოლარი უახლოეს თვეებში. ამ თანხიდან 350 მილიონ დოლარის მიღებას კიევი უკვე მომდევნო კვირაში შეძლებს. მსოფლიო სავალუტო ფონდი კი ივნისის ბოლომდე უკრაინას 2,2 მილიარდ დოლარს გამოუყოფს.