მსჯავრდებულთა დისციპლინური სახდელების ჩამონათვალს შესაძლოა, ხანგრძლივი და ვიდეო პაემნით სარგებლობის უფლების შეზღუდვა დაემატოს
მსჯავრდებულთა დისციპლინური სახდელების ჩამონათვალს შესაძლოა, ხანგრძლივი და ვიდეო პაემნით სარგებლობის უფლების შეზღუდვა დაემატოს

მსჯავრდებულთა დისციპლინური სახდელების ჩამონათვალს შესაძლოა, ხანგრძლივი და ვიდეო პაემნით სარგებლობის უფლების შეზღუდვა დაემატოს.

შესაბამისი ცვლილებები „პატიმრობის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულს კუთვნილი ხანგრძლივი და ვიდეო პაემანი წელიწადში არაუმეტეს ექვსჯერ აეკრძალება.

„დღეის მდგომარეობით, მსჯავრდებულს ხანგრძლივი/ვიდეო პაემნის უფლება მხოლოდ საკარანტინო რეჟიმში ყოფნისას ეზღუდება. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა, ან მოთავსებულია სამარტოო საკანში. შესაბამისად, მიზანშეწონილია, დისციპლინური სახდელების ჩამონათვალს ხანგრძლივი პაემნით და ვიდეო პაემნით სარგებლობის უფლების შეზღუდვა დაემატოს. თუმცა, ჰუმანურობის პრინციპის გათვალისწინებით, არ შეიძლება, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ერთდროულად ყველა ის უფლება აეკრძალოს, რომელიც დაკავშირებულია გარემო სამყაროსთან კონტაქტთან, შესაბამისად, ცვლილებებით, ერთდროულად ისეთი უფლებების შეზღუდვა აიკრძალება, როგორიცაა სატელეფონო საუბარი, პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნა, კუთვნილი ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების/ვიდეოპაემნის შეზღუდვა“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დატოვე კომენტარი