მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარეს მოუსმინეს
მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარეს მოუსმინეს

სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმეზე პროცესი დასრულდა. სარჩელი სასამართლოში დაცვის მხარემ შეიტანა, უფლებადამცველები სააკაშვილის მიმართ დამდგარ განაჩენს აპროტესტებენ.

დღეს დაცვის მხარემ 80 გვერდიანი შესავალი სიტყვა წაიკითხა.

ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს უკანონოს უწოდებენ, გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლე გიორგი არევაძეს კი არაობიექტურს და მიკერძოებულს.

ბრალდების მხარე განმარტავს, რომ ადვოკატების არგუმენტები და პოზიცია დაუსაბუთებელია.

შემდეგი სასმართლო სხდომა 3 მაისს გაიმართება, პროცესზე შესავალ სიტყვას პროკურატურა იტყვის.

მიხეილ სააკშვილს 5 იანვარს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, მას ბრალად უფლებამოსილების გადამეტება ედება. გამოძიების ინფორმაციით, რომელიც პირველი ინსტანციის სასამრთლომ გაიზიარა, ექს-პრეზიდენტმა დაპირება გასცა სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკავებული ოთხი მსჯაბრდებული პირის მიხელ ბიბილურიძის, გერონტი ალანაის, ალექსანდრე ღაჭავას და ავთანდილ აფციაურის შეწყალების თაობაზე, რათა სხვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელი დაეფარებინათ, რაც მოგვიანებით შეასრულა.

2009 წელს სააკაშვილმა ოთხივე პირი შეიწყალა, მათ სასჯელი გაუნახევრდათ და საპატიმრო დაწესებულება მალევე დატოვეს.