მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის გამარჯვებულები გამოვლინდნენ #1TVSPORT
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ვარძიაში გაიმართა მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის მესამე ეტაპის ფინალი.
ამ ეტაპის ძირითადი ნაწილი 5-7 ოქტომბერს ასპინძაში, რაგბის ბაზაზე ჩატარდა.
ფინალური გასროლები კი სპორტსმენებმა 8 ოქტომბერს ვარძიის ისტორიული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შეასრულეს. შეჯიბრება ინდივიდუალურია და ტარდება მხოლოდ „კლასიკური მშვილდის“ კატეგორიებში (ასაკის შეუზღუდავად), პარამშვილდოსნების მონაწილეობით.
ჩათვლა საერთოა, ხოლო სროლის დისტანციაა 70 მეტრი.
ვაჟებს შორის ჩემპიონის ტიტული თემურ მაკიევმა მოიპოვა, მეორე ადგილი დავით ბასილაძეს ხვდა წილად, მესამე ადგილი კი – ანრი ბასილაძეს.
გოგონათა შორის ჩემპიონი მედეა გვინჩიძე გახდა, მეორე ადგილი თეო კუტალაძეს ერგო, მესამე ადგილი – ნინო ევგენიძეს.