მშვილდოსნობა - ციკო ფუტკარაძემ ასპარეზობა დაასრულა | მინსკი 2019 [ვიდეო]
მშვილდოსნობა - ციკო ფუტკარაძემ ასპარეზობა დაასრულა | მინსკი 2019 [ვიდეო]

მინსკში მიმდინარე რიგით მეორე ევროპულ თამაშებზე ტურნირის მეხუთე დღე მიმდინარეობს. მშვილდოსნობაში საქართველოს ღირსებას ციკო ფუტკარაძე იცავდა, რომელიც ასპარეზობას მეთექვსმეტედფინალიდან გამოეთიშა.

ტურნირის პირველ ეტაპზე ქართველი მშვილდოსანი პოლონელ მარია ზიზანკა სილვიას დაუპირისპირდა და მეტოქე ხუთ სეტში, ანგარიშით 6:4 დაამარცხა.

მეთექვსმეტედფინალში მისი მეტოქე რუსი ანა ბალსუკოვა იყო. ფუტკარაძემ მას სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და სამ სეტში დამარცხდა (6:0).