მშვილდოსნობა | საქართველოს ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გაიმართა ევროპის ჩემპიონატი მშვილდოსნობაში, არაოლიმპიურ 18-მეტრიან დისტანზიაზე, რომელშიც საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა (ციკო ფუტკარაძე, სალომე ხარშილაძე და გვანცა არჩვაძე) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა მშვილდოსნებმა პირველ წრეში მასპინძელ ბულგარეთს 5:3 მოუგეს, ნახევარფინალში კი იმავე ანგარიშით იტალიის გუნდს აჯობეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.
ფინალში ქართველების მეტოქე მოლდოვის ნაკრები იყო. შეხვედრა დაძაბული გამოვიდა. ოთხი სეტის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო 2:2, დამატებით სეტში კი უფრო ზუსტად მოლდოველებმა ისროლეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ.