„მშვიდობის კომიტეტის“ დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ
„მშვიდობის კომიტეტის“ დელეგაციის წევრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მოწვევით, თბილისი ახალგაზრდა სოციალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (IUSY) „მშვიდობის კომიტეტის“ (PTN) დელეგაციას მასპინძლობს.

კონფერენციის ფარგლებში გაერთიანების წევრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოფნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას და დამატებითი ინფორმაცია მიიღეს ბორდერიზაციასთან დაკავშირებით.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საერთაშორისო გაერთიანების გენერალური მდივანი, გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები და საერთაშორისო მკვლევარები. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია და პანელური დისკუსიები, რომლის შემდეგაც მშვიდობის კომიტეტი ერთობლივ განცხადებას შეიმუშავებს.