მშვიდობის ხიდზე დასუფთავების სამუშაოები ტარდება
მშვიდობის ხიდზე დასუფთავების სამუშაოები ტარდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მშვიდობის ხიდზე გეგმური დასუფთავების სამუშაოებს აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს​. მათივე ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხიდი ასევე სპეციალური ქიმიური ხსნარებით დამუშავდება.

„გარდა ამისა, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. დეზინფექცია ტარდება საზოგადოებრივი თავშეყრის ძირითად ადგილებში, სადაც გაჩერებები და მეტროსადგურის ამოსასვლელებია.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელია მოსახლეობისთვის.

დედაქალაქში მსგავსი ღონისძიებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმადე შემცირებას ისახავს მიზნად“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.