მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატად მსოფლიო სასურსათო პროგრამა გამოცხადდა
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატად მსოფლიო სასურსათო პროგრამა გამოცხადდა

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატად მსოფლიო სასურსათო პროგრამა გამოცხადდა.

პრემიის ლაურეატი ნობელის კომიტეტმა ოსლოში გამოაცხადა. ნობელის პრემიაზე წელს წარდგენილი იყო 318 კანდიდატი – მათ შორის 211 ადამიანი და 107 ორგანიზაცია.

პრემიაზე წარდგენის ბოლო ვადა პირველი თებერვალი იყო. გამარჯვებულს ჯილდოს სახით ოქროს მედალი და 10 მილიონი კრონა (1,1 მილიონი დოლარი) გადაეცემა.

დაჯიდლოების ცერემონია ოსლოში პრემიის დამფუძნებლის, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს, 10 დეკემბერს გაიმართება.

როგორც ნობელის კომიტეტის წარმომადგენელმა განაცხადა, მსოფლიო სასურსათო პროგრამას ნობელის პრემია გადაეცემა შიმშილის წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევისთვის, კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მშვიდობის დასამყარებლად პირობების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე იმისთვის, რომ ორგანიზაცია წარმოადგენს მამოძრავებელ ძალას, რათა შიმშილი არ იყოს გამოყენებული, როგორც იარაღი ომებსა და კონფლიქტებში.