მშვიდობის განმტკიცებაში ნობელის პრემია ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს გადაეცა
მშვიდობის განმტკიცებაში ნობელის პრემია ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს გადაეცა

მშვიდობის განმტკიცებაში ნობელის პრემია ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს, აბი აჰმედს გადაეცა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პოლიტიკოსი აბი აჰმედი პრესტიჟული პრემიით საკუთარ ქვეყანაში მშვიდობის მიღწევასა და საერთაშორისო თანამშრომლობაში გაწეული წვლილისთვის დაჯილდოვდა.

გასულ წელს პრემიერ-მინისტრის წყალობით ეთიოპიაში სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს, რამაც ქვეყანაში 20-წლიანი სამხედრო დაპირისპირება დაასრულა. დაპირისპირება 1998-2000 წლებში საზღვართან დაკავშირებით არსებული კონფლიქტიდან გამომდინარე მიმდინარეობდა.

აბი აჰმედი ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი 2018 წელს გახდა. მას შემდეგ პოლიტიკოსმა ქვეყანაში რეფორმების ლიბერალიზაცია განახორციელა, ციხეებიდან ათასობით ოპოზიციონერი პატიმარი გაათავისუფლა, დისიდენტებს კი, სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცა.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, შვედეთის აკადემიამ მშვიდობის დარგში ლაურეატი 301 კანდიდატიდან გამოარჩია. მათ შორის 223 პირი და 78 ორგანიზაცია იყვნენ. ნომინანტებს შორის ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი და ბრაზილიაში მცხოვრები გარემოს დამცველი, ერთ-ერთი ტომის ბელადი იყვნენ.

მშვიდობის განმტკიცებაში ნობელის პრემიის 2019 წლის ლაურეატს ჯილდოს სახით დეკემბერში 9 მილიონი შვედური კრონა (900 ათასი ამერიკული დოლარი) გადაეცემა.