„მშვიდობა ომზე მეტია“ – თავისუფლების მოედანზე მდუმარე აქცია გაიმართა
„მშვიდობა ომზე მეტია“ – თავისუფლების მოედანზე მდუმარე აქცია გაიმართა

„მშვიდობა ომზე მეტია“ – ამ ლოზუნგით თავისუფლების მოედანზე მდუმარე აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე ყვავილები და სანთლები მიიტანეს. აქციაზე სპეციალურად მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმი რუსეთის ოკუპაციას ეხებოდა.

ამასთან, თავისუფლების მოედანზე „ფლეშმობი“ მოეწყო სახელწოდებით “ომი არ დასრულებულა”. აქციის მონაწილეებმა ტელეფონებითა და სანთლებით გაანათეს თავისუფლების მოედანი და ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

აქცია ახალგაზრდების ჯგუფის ორგანიზებით სოციალურ ქსელში დაიგეგმა. იმავე ლოზუნგით სოლიდარობის აქციები დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გაიმართა.

„მშვიდობა ომზე მეტია! Peace > war!“ – აქცია თავისუფლების მოედანზე

Posted by პირველი არხი on 2018 წლის 4 მარტი, კვირა