„მშვიდობა ომზე მეტია! Peace > war!“ - ფოტოამბავი თავისუფლების მოედნიდან
„მშვიდობა ომზე მეტია! Peace > war!“ - ფოტოამბავი თავისუფლების მოედნიდან

„მშვიდობა ომზე მეტია“ – ამ ლოზუნგით თავისუფლების მოედანზე მდუმარე აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა ტელეფონებითა და სანთლებით გაანათეს თავისუფლების მოედანი და ოკუპირებულ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

აქცია ახალგაზრდების ჯგუფის ორგანიზებით სოციალურ ქსელში დაიგეგმა. იმავე ლოზუნგით სოლიდარობის აქციები დღეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც გაიმართა.