„მშვიდობა ომზე მეტია“ - ახალციხეში მდუმარე აქცია გაიმართა
„მშვიდობა ომზე მეტია“ - ახალციხეში მდუმარე აქცია გაიმართა

„ვგმობთ ოკუპაციას!“; „უარს ვუცხადებთ ომს და ვიბრძვით მშვიდობისთვის!“; „რუსეთი ოკუპანტია!“ – ახალციხეში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მესხეთის თეატრის მსახიობების მდუმარე აქცია გაიმართა.

ხელოვანებმა არჩილ ტატუნაშვილსა და მის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს, დაგმეს რუსეთის ქმედებები.

ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობის აქციას ორგანიზება მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა გაუწია. აქციები თბილისში, ბათუმში, ოზურგეთში, ფოთში, სენაკში, ზუგდიდში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში,ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში გაიმართა.