„მშრალი მატჩებით“ კუპატაძე ლიდერობს #1TVSPORT
„მშრალი მატჩებით“ კუპატაძე ლიდერობს #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში ე.წ. „მშრალი მატჩების“ სერიაში ლაზარე კუპატაძე ლიდერობს – საქართველოს ნაკრების მეკარემ ბათუმის „დინამოში“ მიმდინარე სეზონში 25 შეხვედრა ჩაატარა და 12-ჯერ გუნდის კარი უგოლოდ შეინახა. ანუ, საშუალოდ, ყოველ 2,083 მატჩში კარს უგოლოდ იცავს.

მეორე ადგილზეა ოთო გოშაძე, რომელმაც ჩავარდნა დაძლია და ნელ-ნელა ისევ ისეთი საიმედო მეკარის სახელი აღიდგინა, როგორც კარიერას იწყებდა. მიმდინარე სეზონში 23 წლის მეკარემ „საბურთალოს“ 11 მატჩი ისე ჩაატარა, გოლი ვერ გაუტანეს. თუმცა, მან მხოლოდ 22 მატჩი ჩაატარა, ანუ პროცენტულად (2,0), უგოლოდ უფრო მეტჯერ ჩაატარა მატჩი, ვიდრე მისმა კონკურენტმა კუპატაძემ.

ამ სიაში მესამე-მეოთხე ადგილებს ლუკა გუგეშაშვილი („დილა“) და როინ კვასხვაძე („ტორპედო“) არიან, რომლებმაც კარი „მშრალად“ 9-9-ჯერ შეინახეს. თუმცა, კვასხვაძემ ეს მაჩვენებელი „დინამო თბილისში“ გამოსვლის ხარჯზე უფრო დააგროვა, სადაც გოლი 8 მატჩში არ გაუშვა.

მშრალი მატჩები

1. ლაზარე კუპატაძე, დინამო ბთ 12 მშრალი მატჩი

2. ოთო გოშაძე, საბურთალო 11

3. ლუკა გუგეშაშვილი, დილა 9

4. როინ კვასხვაძე, ტორპედო 9

5. მაქსიმე ქვილითაია, სამგურალი 8

6. დინო ჰამზიჩი, ტორპედო 6

7. გაბრიელ თებიძე, შუქურა 4

8. ლუკა სანიკიძე, თელავი 3

9. ლუკა შეროზია, შუქურა 3

10. თორნიკე მეგრელიშვილი, საბურთალო 2