მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თსუ-ში ღონისძიება გაიმართა
მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თსუ-ში ღონისძიება გაიმართა

მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში გამართულ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის ერთობლივ გამოფენაზე, არქივებში დაცული ისტორიული მასალა – ენათა მრავალფეროვნების მატიანე გამოიფინა. უნივერსიტეტის მუზეუმი წარმოადგენს გიორგი ახვლედიანის პირად არქივში დაცულ დოკუმენტებს, თუ როგორ ისწავლებოდა უნივერსიტეტის დაარსებისთანავე ევროპული და აღმოსავლური ენები.

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ იუნესკო-მ 1999 წელს გამოაცხადა, რაც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად. იუნესკო-ს შეფასებით, მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან ნახევარს, უახლოეს ხანებში, გაქრობის საფრთხე ემუქრება. საქართველოში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე 2005 წლიდან აღინიშნება.

თსუ-ში გამართულ ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, აკადემიური პერსონალი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, სახელმწიფო ენის პალატის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და დიპლომატები ესწრებოდნენ.