მშენებლობის სფეროს მოწესრიგება სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა
მშენებლობის სფეროს მოწესრიგება სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი მიმართულებაა

აღმასრულებელი ხელისუფლება კანონქვემდებარე რეგულაციებზე მუშაობს, რამაც მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების, ასევე მშენებლობის ორგანიზებისა და უსაფრთხოების საკითხები უნდა მოაწესრიგოს, – ამის შესახებ აღნიშნულია სამთავრობო პროგრამაში „თავისუფლება, კეთილდღეობა,სწრაფი განვითარება“.

სამთავრობო პროგრამაში ასევე წერია, რომ სამშენებლო მასალის ხარისხის მიმართ ძირითადი მოთხოვნების დადგენისა და ბაზარზე განთავსების კუთხით ტექნიკური რეგლამენტები მუშავდება​.

ამასთან, მთავრობა გეგმავს, პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგინოს კანონპროექტი „მშენებლობის ენერგოეფექტურობის შესახებ“. სამთავრობო პროგრამაში აღნიშნულია, რომ ამ კანონპროექტის მიღება ენერგორესურსების რაციონალურ გამოყენებასა და შენობების ენერგოეფექტურობის გაზრდას წაახალისებს.