მშენებარე სარკინიგზო გვირაბში დაშავებული მამაკაცი ხაშურის საავადმყოფოდან თბილისში გადაიყვანეს
მშენებარე სარკინიგზო გვირაბში დაშავებული 61 წლის მამაკაცი ხაშურის საავადმყოფოდან რეანიმობილით თბილისში გადაიყვანეს.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, დაშავებულს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება და ზედა კიდური აქვს დაზიანებული.
ექიმების განცხადებით, მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
დაშავებულები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ისინი აფეთქების შესახებ არავინ გააფრთხილა.
„არავის გავუფრთხილებივართ მოსალოდნელი აფეთქების შესახებ, უსაფრთხოების ყველანაირი ნორმა დარღვეულია, ლამის ცოცხლად დაგვმარხეს. აფეთქების დროს ქვების გროვაში მოვყევით და სხვა მუშებმა გადმოგვიყვანეს”,- იხსენებს მომხდარს დაშავებული 62 წლის დავით მელქაძე.
რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, ისინი ხაშურის საავადმყოფოს დღეს დატოვებენ.