მსახიობი ალეკ ბოლდუინი დააკავეს
მსახიობი ალეკ ბოლდუინი დააკავეს

ჰოლივუდის ვარსკვლავი ალეკ ბოლდუინი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ nbcnews-ი ავრცელებს.

ბოლდუინი ნიუ-იორკში საპარკინგე ადგილისთვის ჩხუბისას დააკავეს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მსახიობი წლებია თავისი ეპატაჟური საქციელითა და სკანდალებით გამოირჩევა და მას მუდმივი პრობლემები აქვს სამართალდამცავებთან.

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ალეკ ბოლდუინი ოსკარის ნომინანტია. კომედიურ ტელესერიალში, „სტუდია 30“-ში თამაშისთვის კი ოქროს გლობუსი და ემი აქვს მიღებული. ბოლოს მან შეუსრულებელი მისიის მეექვსე ნაწილში ითამაშა.