მსახიობ ზაზა ლებანიძეს ხვალ დაკრძალავენ

18:49, 02.12.2019

საქართველოს დამსახურებულ არტისტს, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობს, ზაირა (ზაზა) ლებანიძეს ხვალ დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში გაიმართება, საიდანაც მსახიობს 14:00 საათზე გამოასვენებენ და მეუღლის გვერდით, დიღმის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ზაზა ლებანიძეს 84 წელი 30 ნოემბერს შეუსრულდა. ბოლო 44 წლის განმავლობაში იგი რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა. ზაზა ლებანიძემ ერთ-ერთი უკანასკნელი როლები რეჟისორ გოჩა კაპანაძის გახმაურებულ სპექტაკლში „მოხუცი ჯამბაზები“ და რობერტ სტურუას სპექტაკლში „ასულნი“ ითამაშა.

მსგავსი