მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდათ

07:47, 12.03.2020
Mandatory Credit: Photo by David Fisher/Shutterstock (10525963jj)
Tom Hanks and Rita Wilson
26th Annual Screen Actors Guild Awards, Arrivals, Shrine Auditorium, Los Angeles, USA - 19 Jan 2020

Mandatory Credit: Photo by David Fisher/Shutterstock (10525963jj) Tom Hanks and Rita Wilson 26th Annual Screen Actors Guild Awards, Arrivals, Shrine Auditorium, Los Angeles, USA - 19 Jan 2020

ამერიკელ მსახიობ ტომ ჰენკსსა და მის მეუღლეს რიტა უილსონს კორონავირუსი დაუდგინდათ. ისინი ავსტრალიის ქალაქ გოლდ-კოსტის საავადმყოფოში იმყოფებიან. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელში თავად განაცხადა.

„თავს დაღლილად ვგრძნობდით, თითქოს გავცდივდით. ცხელების მსგავსიც გვქონდა. იმისათვის, რომ სწორად მოვქცეულიყავით, როგორც ეს აუცილებელია დღევანდელ მსოფლიოში, ჩვენ კორონავირუსზე ტესტი გავიკეთეთ და შედეგები დადებითი აღმოჩნდა“, – წერს ტომ ჰენკსი.

ავსტრალიური მედიის ცნობით, ტომ ჰენკსი და მისი მეუღლე ავსტრალიაში ელვის პრესლის შესახებ ახალი ფილმის გადაღებისთვის ჩავიდნენ. 63 წლის მსახიობი კინოსურათში ელვის პრესლის მენეჯერ ტომ პარკერის როლს ასრულებს. ჯერ დაუდგენელია, რა გზით დაინფიცირდა წყვილი.

მსგავსი