მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს
მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილისა და ირაკლი ქორიძის საქმეზე შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოცხადდეს. მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოში უკანონოდ შემოტანა.

მანამდე კი დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას.

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი უკვე მსჯავრდებულია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც მას ნარკოტიკული საშუალებების შეძენაზე რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გიორგანაშვილი არც პირველ საქმეზე და არც ამ მიმდინარე საქმეზე ბრალს არც ერთ ეტაპზე არ აღიარებდა.