დიმა ჯაიანს საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ
დიმა ჯაიანს საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ

საქართველოს სახალხო არტისტსა და სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო თეატრის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს, დიმა ჯაიანს ხვალ, საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში დღეს 17:00 საათიდან გაიმართება. გამოსვენება კი, ხვალ 14:00 საათზე შედგება.

სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობი და ამავე თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი დიმა ჯაიანი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმედ იყო ავად.

დიმა ჯაიანი 2013 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი იყო. მას არაერთი როლი აქვს შესრულებული როგორც თეატრში, ისე კინოში.