მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

22:42, 06.12.2024

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

როგორც დაკავებული მსახიობის ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი აცხადებს, ანდრო ჭიჭინაძე ბრალს არ აღიარებს.

პროკურატურამ დაკავებულ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მას სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გუშინ დააკავეს. იქამდე მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

მსგავსი