მრგვალ ბაღში დავით ევგენიძის მუსიკალური ბენდის კონცერტი გაიმართა

20:46, 23.08.2019

მრგვალ ბაღში დავით ევგენიძის და მისი მუსიკალური ბენდის კონცერტი გაიმართა. კომპოზიტორმა და მუსიკოსმა თავის ჯგუფთან ერთად საღამოზე ძველი და ახალი კომპოზიციები შეასრულა.

მუსიკალური საღამო საქართველოს საავტორო უფლებათა მფლობელთა ასოციაცია გერას პროექტის – „მუსიკალური საღამოები მრგვალ ბაღში თბილისელებისთვის“ ფარგლებში ჩატარდა.

გერას პროექტის ფარგლებში მომავალ პარასკევს, მრგვალ ბაღში 20:00 საათზე ზუკა ხუციშვილის და მისი ბენდის კონცერტი გაიმართება, პროექტი კი, სექტემბერში დასრულდება.

მსგავსი