მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრაზე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ
მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრაზე იურიდიული კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ

პირველად საქართველოში მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი განისაზღვრება. ამ ინიციატივაზე კანონმდებლები იურიდიული კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით დღეს იმსჯელებენ.

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილის მქონე მშობელს მიენიჭება.

როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ და კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა აკაკი ზოიძემ აღნიშნა, ცვლილების მიზანი მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერაა.

„მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის განსაზღვრა მოხდება ახალი ინიციატივით იმისთვის, რომ მერე სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები მიიმართოს სწორედ ამ მიზნობრივ ჯგუფებზე. აქამდე განსაზღვრული არ იყო რა იყო მრავალშვილიანი ოჯახი, მრავალშვილიანი მშობელი, რომ მათ ჩვენ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ. მრავალშვილიანი ოჯახისთვის მეგობრული გარემო შევქმნათ სახელმწიფოს მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად ბევრი იყო ასეთი ოჯახი”, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

მისივე განცხადებით, მიზნობრივ ჯგუფზე მორგებული კომპლექსური პროგრამის წარდგენისთვის მთავრობას პირველ ივლისამდე აქვს ვადა.