მრავალეროვნული სწავლების, „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის შესახებ თავდაცვის სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართება
მრავალეროვნული სწავლების, „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის შესახებ თავდაცვის სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართება

საქართველოში სექტემბერში დაგეგმილი მრავალეროვნული სწავლების, „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის შესახებ, დღეს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე მედიის წარმომადგენლებს მრავალეროვნული წვრთნების მიზნების, ამოცანებისა და მონაწილე ქვეყნების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

საინფორმაციო ბრიფინგი 10:30 საათზე არის დაგეგმილი.