"მრავალეროვანი საქართველო" - საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა აღმოჩენილია რამდენიმე პროცედურული დარღვევა
"მრავალეროვანი საქართველო" - საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა აღმოჩენილია რამდენიმე პროცედურული დარღვევა

საერთო სამოქალაქო მოძრაობა “მრავალეროვანი საქართველო” თვითმმართველი ქალაქისა და თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურს აკვირდება.

სამონიტორინგო პროგრამა ბორჯომის, ხაშურისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქებს ფარავს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის განმარტებით, მნიშვნელოვან დარღვევას ადგილი არ ჰქონია და საარჩევნო პროცესში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა ორგანიზაციის მიერ აღმოჩენილია რამდენიმე პროცედურული დარღვევა, კერძოდ ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქის პირველ უბანზე ამომრჩეველმა საარჩევნო კონვერტი მოათავსა გადასატან ყუთში, ნაცვლად ძირითადი ყუთისა. ასევე მცირედი დარღვევა დაფიქსირდა ბორჯომის 36-ე საარჩევნო ოლქის მეთხუთმეტე უბანზე, ამომრჩეველზე გაცემული იქნა ბიულეტენი ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელმოწერის გარეშე. ინციდენტი “მრავალეროვანი საქართველოს” მიერ გაპროტესტდა და შესაბამისად ხარვეზი მალევე აღმოიფხვრა.

მესამე სექტორის დაკვირვების შედეგად, 11:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგნაირია:
ბორჯომში 26528 ამომრჩევლიდან ხმა მისცა,3157-მა ადამიანმა მისცა,რაც ამომრჩევლის 11,9 % შეადგენს.
ხაშურში აქტივობა 3,4 % დაფიქსირდა.

ყაზბეგში კი 5313 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 515 კაცმა დააფიქსირა,რაც 9,7 %-ია.

დატოვე კომენტარი