მოზარდი, რომელსაც ფოთში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა
მოზარდი, რომელსაც ფოთში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა

მოზარდი, რომელსაც ფოთში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ექიმებმა 8 წლის ბექა დავითაიას გადარჩენა ვერ შეძლეს.

შემთხვევა 11 მარტს, ფოთში, ერთ- ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურში მოხდა, სადაც მაღალი ძაბვა გადის.

თავდაპირველად მოზარდი ფოთის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, შემდეგ კი, თბილისში, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

მოზარდს სხეულის მძიმე ხარისხის (70%) დამწვრობა აღენიშნებოდა.

„ძალიან ძნელია ჩემთვის ამაზე საუბარი. მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა”- განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.

დატოვე კომენტარი