მოზარდ მაყურებელთა თეატრში დღეს ქართულ-გერმანული სპექტაკლის,„სპლიყვიFant“ პრემიერა გაიმართება
მოზარდ მაყურებელთა თეატრში დღეს ქართულ-გერმანული სპექტაკლის,„სპლიყვიFant“ პრემიერა გაიმართება

ქართულ-გერმანული სპექტაკლის,„სპლიყვიFant“ პრემიერა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დღეს გაიმართება.

მოზარდ მაყურებელთა თეატრისა და ლაიფციგის საბავშვო თეატრის კოპროდუქცია 3 წლიდან ასაკის ბავშვებზეა გათვლილი.

საბავშო სპექტაკლში უცნაური თავგადასავლებია მოთხრობილი, სადაც ჩვეულებრივი ნივთები ჯადოსნურ მოგზაურობას იწყებენ..

სპლიყვიფანტი“ სიტყვა „ სპილოს“ ქართულ-გერმანულ შერწყმას წარმოადგენს, დადგმაში გაერთიანებულია ქართულ-გერმანული საბავშვო თეატრების ცოდნა და გამოცდილება. სპექტაკლში ქართველი და გერმანელი მსახიობები მონაწილეობენ.

გერმანულ-ქართული პროექტი გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო კოპროდუქციის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
სპლიყვიFant-ის“ გერმანული პრემიერა ლაიფციგში 2019 წლის 13 აპრილს შედგება.