მოზარდ მაყურებელთა თეატრის 90 წლის იუბილეს ფარგლებში, 14-დან 18 აპრილის ჩათვლით ღონისძიებები გაიმართება
მოზარდ მაყურებელთა თეატრის 90 წლის იუბილეს ფარგლებში, 14-დან 18 აპრილის ჩათვლით ღონისძიებები გაიმართება

მოზარდ მაყურებელთა თეატრი 90 წლისაა. საიუბილეო თარიღის ფარგლებში, 14-დან 18 აპრილის ჩათვლით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია სპექტაკლების „შოუ ქეისები“, რომელთაც უცხოეთიდან ჩამოსული სპეციალური სტუმრები დაესწრებიან.

14 აპრილს მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთავარ ფოიეში გაიხსნება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ისტორიული მასალა, თეატრის დაარსების დღიდან დღემდე.

„შოუ ქეისის“ ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შექსპირის „აურზაური არაფრის გამო”.

18 აპრილს გაიმართება ალბომის პრეზენტაცია, რომელიც მოზარდ მაყურებელთა თეატრის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება.