მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები იწყება
მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები იწყება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, მოწამეთას მონასტერთან, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოებს იწყებს. პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 1. 4 მილიონი ლარია.

პროექტი გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოებს, ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემისა და საპირფარეშოების მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და 12 თვეში დასრულდება.

დღეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოწამეთას მონასტრის ტერიტორია და მიმდებარე სივრცე დაათვალიერა.