მოუთმენლად ველი „ოლიმპიკოზე“ შეხვედრას - არველაძე მსოფლიო ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT
მოუთმენლად ველი „ოლიმპიკოზე“ შეხვედრას - არველაძე მსოფლიო ნაკრებში ითამაშებს #1TVSPORT

„საქველმოქმედო მატჩებში თამაში ყოველთვის ძალიან სასიხარულოა. ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიო ნაკრებში ვითამაშებ. მადლობა Weplayforpeace-ს. მოუთმენლად ველი „სტადიო​ ოლიმპიკოზე“ თამაშს – შევხდებით“ – ასე გამოეხმაურა შოთა არველაძე ცნობას იმის შესახებ, რომ საქველმოქმედო თამაშზე მიიწვიეს.

მატჩი ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდის, დიეგო მარადონას ხსოვნას მიეძღვნება და ხვალ, 14 ნოემბერს რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართება. საქველმოქმედო შეხვედრაზე ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იქნება.

ორგანიზატორებმა ამ მატჩში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს ჯანლუიჯი ბუფონი, მარკო ამელია, სებასტიან ფრეი, ფაბიო კანავარო, ლუიჯი დი ბიაჯო, კრისტიან ძაკარდო, ერიკ აბიდალი, ანტონიო ბენარივო, ჯანლუიჯი ძამბროტა, პაბლო ზაბალეტა, უგო ალმეიდა, ბრუნო ალვეში, რობერ პირესი, ანდრეი ვორონინი, მიროსლავ კლოზე, ივან რაკიტიჩი, მიკოლა ლეგროტალიე, დიეგო პეროტი, სიმონე პეროტა, ვიჩენცო იაკუინტა, ვინსენტ კანდელა, ხრისტო სტოიჩკოვი, რონალდინიო, ფრანჩესკო ტოტი, კლაუდიო კანიჯა

მატჩის ორგანიზატორია ორგანიზაცია Partita per la Pace („მატჩი მშვიდობისთვის“). შოთა არველაძე ახლაც იტალიაშია, სადაც მისი ინიციატივით 12 ნოემბერს, „ნაპოლი“-„უდინეზეს“ მატჩს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის მხარდასაჭერად 12 ქართველი სტუდენტი დაესწრო.