„რომა“ დაინტერესებულია „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის, ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერით.
გაზეთ Il Romanista-ს მონაცემებით, რომაელთა მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს სურს, რომ „რომას“ ხელმძღვანელობამ ნებისმიერ ფასად გაიფორმოს ინგლისელი გარემარბი, რომელმაც დაკარგა ადგილი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მთავარ მწვრთნელთან, ერიკ თენ ჰაგთან უთანხმოების გამო.
ამტკიცებენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, ფეხბურთელი მიყიდოს იმას, ვინც მეტ თანხას გადაიხდის. „რომას“ ინგლისელის შეძენის ნაკლები შანსი აქვს, მაგრამ, შესაძლოა, იჯარით აიყვანოს სანჩო, როგორც ეს რომელუ ლუკაკუს შემთხვევაში მოხდა.
ამ სეზონში სანჩომ სამი მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში.