ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ მანჩესტერში ბედნიერია და კონტრაქტის ამოწურვამდე სურს გუნდში დარჩენა.
ბოლო დროს საკმაოდ აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რეალ მადრიდი“ წარუმატებელი ჯულენ ლოპეტეგის გაშვებას და მის ადგილზე პორტუგალიელის დანიშვნას გეგმავს, თუმცა 55 წლის მოურინიო, რომელსაც კონტრაქტი მანჩესტერულ კლუბთან 2020 წლამდე აქვს გაფორმებული, ინგლისიდან ფეხის მოცვლას არ აპირებს.
„მე აქ ბედნიერი ვარ და ჩემი ერთადერთი საფიქრალი ახლა მანჩესტერ იუნაიტედია. ძალიან მინდა, რომ აქ კონტრაქტის ამოწურვამდე ვიმუშაო“, – ამბობს მოურინიო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონის დასაწყისში პორტუგალიელ სპეციალისტს არც თუ სახარბიელო პერიოდი ედგა და ამის მიზეზი ჩემპიონატის წარუმატებლად დაწყება იყო. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ერთ-ერთმა გაზეთმა მისი გუნდიდან გაშვება „ნიუკასლთან“ ნაჩვენები შედეგის მიუხედავად ივარაუდა.
თუმცა, იმ მატჩში „მანჩესტერმა“ შთამბეჭდავი თამაში აჩვენა და, 0-2 ჩამორჩენის შემდეგ, სამი უპასუხო გოლის გატანა შეძლო. შედეგად, მოურინიო ისევ თანამდებობაზეა და მომდევნო მატჩებზე ფიქრობს.
რაც შეეხება ჯულენ კლოპეტეგის, მისი სიტუაცია გაცილებით რთულადაა, რადგან მისი ხელმძღვანელობით მადრიდულმა სამეფო კლუბმა ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი წააგო, ერთი ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.