„რომას“ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს ბრაზილიის ნაკრების გაწვრთნა სურს, – იტყობინება ბრაზილიური ინტერნეტგამოცემა UOL-ი.
აღნიშნავენ, რომ პორტუგალიელი არ არის დაინტერესებული რომაულ კლუბთან კონტრაქტის გაგრძელებით, რომელიც 2024 წლის ზაფხულამდეა მოქმედი.
მოურინიოს სურვილია, გაწვრთნას მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ნაკრები, რის შემდეგაც გაემგზავროს MLS-ში ან საუდის არაბეთში.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია კონტრაქტზე მოელაპარაკა „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება არ ყოფილა.