„ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ დაუშვა შესაძლებლობა, რომ მისი გუნდისა და ინგლისის ნაკრების ფორვარდი ჰარი კეინი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვებს.
ამ მომენტისთვის, ფორვარდი მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ აღდგენით კურსს გადის. თავდაპირველად იტყობინებოდნენ, რომ კეინი ვარჯიშებს აპრილში განაახლებდა.
„ვცდილობთ მაქსიმალურად“, – თქვა მოურინიომ, – „ჯერ არ გვაქვს სიახლეები ჰარისთან დაკავშირებით. თუ მე ამ კითხვას ყველა პრესკონფერენციაზე დამისვამთ, პასუხი ყოველთვის ერთი მექნება. ჩვენ ველოდებით, რომ ის არ იქნება აპრილის შუა რიცხვებამდე, მაისამდე და მომდევნო სეზონამდე. არ ვიცი“.
მიმდინარე სეზონზე 26 წლის ფორვარდმა პრემიერლიგაში 20 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.
ევროპის ჩემპიონატი 2020 წელს 12 ივნისიდან 12 ივლისამდე გაიმართება.